საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვეტარის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
120
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016537
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვეტარის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №120

2014 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სამედიცინო აპარატურისა და ინვეტარის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი – 27 04) სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 320 000 ლარის ზღვრული ოდენობით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                  ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია