საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 99
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაიმართოს მოლაპარაკება „ საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის მათ შესაბამის სახელმწიფო ტერიტორიებსა და მათი სახელმწიფო ტერიტორიების ფარგლებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით .
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი