„სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათაგანხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-01-24
გამოქვეყნების თარიღი
2005-01-25
სარეგისტრაციო კოდი
090.040.000.10.003.000.143
„სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათაგანხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2005 წლის 24 იანვარი

ქ. თბილისი

“სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო ხაზინის მიერ სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორებათა განხორციელებისა და ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 მარტის №3 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წელი, №31, მუხლი 258) და მე-4 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“გ) კომერციულ ბანკში ან მის ფილიალში განთავსებული სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ჩაირიცხოს ბიუჯეტის შემოსულობების სატრანზიტო ანგარიშებზე;”.

პრემიერ-მინისტრი                         ზ. ჟვანია

კრებსითი — სრული ვერსია