„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების (ვებგვერდი, 19/07/2013, 010170000.22.029.016057) პირველი პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის“ (დანართი №1) მე-5 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, დევნილის მიერ 2014 წლის 1 აპრილამდე ახალი დევნილის მოწმობის აუღებლობა ჩაითვლება როგორც რეგისტრაციის გაუვლელობა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეუჩერდება დევნილის შემწეობა.“
|