საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №535
1998 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
ვ. ლორთქიფანიძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ვაჟა ლორთქიფანიძეს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებებს:
1. „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
2. „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“;
3. „შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისა და იმპორტისას ირიბი გადასახადების ამოღების პრინციპების შესახებ“.