საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1102
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1102

2013 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე‑3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელების მიზნით საქართველოს პარლამენტის აპარატმა ქ. თბილისში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის შენობის მოწყობის სამუშაოების (პარლამენტის სხდომების პირდაპირი ტელერადიოტრანსლაციისათვის, სხდომათა დარბაზის, ბიუროს ოთახის, საკომიტეტო მოსმენებისა და შეხვედრების ოთახების ვიდეოჩაწერა‑ტრანსლირებისათვის (დაპროექტებით), სასერვერო და საკომუნიკაციო ოთახების აღჭურვა‑მოწყობისათვის (უსაფრთხოების სისტემების ჩათვლით) საჭირო შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები (თანმდევი მომსახურებითა და სამუშაოებით)) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია