„სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ივლისის №1014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1098
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ივლისის №1014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1098

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ივლისის №1014 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ივლისის №1014 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამელიორაციო სისტემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოუყოს 500 000 ლარი, შემდგომში შპს „საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის“ ანგარიშზე გადარიცხვის მიზნით.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია