სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-6/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2025-05-01
სარეგისტრაციო კოდი
470230000.22.035.016238
სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6/ნ

2014 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს სარეზიდენტო პროგრამები შემდეგ საექიმო სპეციალობებში:
1.  „ალერგოლოგია-იმუნოლოგია“ (დანართი 1);
2.  „ბავშვთა ნევროლოგია“ (დანართი 2);
3.  „ბავშვთა ქირურგია“ (დანართი 3);
4. „გასტროენტეროლოგია“ (დანართი 4);
5. „ენდოკრინოლოგია“ (დანართი 5);
6. „ზოგადი ქირურგია“ (დანართი 6);
7. „თერაპიული სტომატოლოგია“ (დანართი 7);
8. „კარდიოლოგია“ (დანართი 8);
9. „კარდიოქირურგია“ (დანართი 9);
10. „ლაბორატორიული მედიცინა“ (დანართი 10);
11. „მეანობა-გინეკოლოგია“ (დანართი 11);
12. „ნარკოლოგია“ (დანართი 12);
13. „ნევროლოგია“ (დანართი 13);
14. „ნეიროქირურგია“ (დანართი 14);
15. „ნეონატოლოგია“ (დანართი 15);
16. „ნეფროლოგია“ (დანართი 16);
17. " კლინიკური ონკოლოგია “ ( დანართი 17);
18. „ორთოდონტია“ (დანართი 18);
19. „ორთოპედია/ტრავმატოლოგია“ (დანართი 19);
20. „ორთოპედიული სტომატოლოგია“ (დანართი 20);
21. „ოტორინოლარინგოლოგია“ (დანართი 21);
22. „ოფთალმოლოგია“ (დანართი 22);
23. „პათოლოგიური ანატომია - კლინიკური პათოლოგია“ (დანართი 23);
24. „პედიატრია“ (დანართი 24);
25. „პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია“ (დანართი 25);
26. „პროქტოლოგია“ (დანართი 26);
27. „რადიაციული ონკოლოგია“ (დანართი 27);
28. „რევმატოლოგია“ (დანართი 28);
29. „რეპროდუქტოლოგია“ (დანართი 29);
30. ,, რადიოლოგია “ ( დანართი 30);
31. „სასამართლო მედიცინა“ (დანართი 31);
32. „საოჯახო მედიცინა“ (დანართი 32);
33. „სისხლძარღვთა ქირურგია“ (დანართი 33);
34. „უროლოგია“ (დანართი 34);
35. „ფსიქიატრია“ (დანართი 35);
36. „ყბა-სახის ქირურგია“ (დანართი 36);
37. „შინაგანი მედიცინა“ (დანართი 37);
38. „ ჰემატოლოგია / ტრანსფუზიოლოგია “ ( დანართი 38) ;
39. ,, ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია “ ( დანართი 39);
40. ,, გადაუდებელი მედიცინა “ ( დანართი 40);
41. ,, დერმატო - ვენეროლოგია “ ( დანართი 41);
42. ,, ინფექციური სნეულებები “ ( დანართი 42);
43. ,, კლინიკური ტოქსიკოლოგია “ ( დანართი 43);
44. ,, სამედიცინო გენეტიკა “ ( დანართი 44);
45. ,, სპორტის მედიცინა “ ( დანართი 45);
46. ,, ფიზიკური მედიცინა , რეაბილიტაცია და კურორტოლოგია “ ( დანართი 46);
47. ,,ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (დანართი 47);
48. ,,ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა“ (დანართი 48);
49. „ბავშვთა გასტროენტეროლოგია“ (დანართი 49);
50. „ბავშვთა ენდოკრინოლოგია“ (დანართი 50);
51. „ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია“ (დანართი 51);
52. „ბავშვთა  ინფექციური სნეულებები“ (დანართი 52);
53. „ბავშვთა ნეფროლოგია“ (დანართი №53);
54. „ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია“ (დანართი №54);
55. „ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია“ (დანართი №55);
56. „ბირთვული მედიცინა“ (დანართი №56).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 19 თებერვლის ბრძანება №01-12/ნ - ვებგვერდი, 21.02.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №01-83/ნ - ვებგვერდი, 04.12.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 29 ივლისის ბრძანება №01-23/ნ - ვებგვერდი, 30.07.2015წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის ბრძანება №01-39/ნ - ვებგვერდი, 04.10.2016წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 25 ნოემბრის ბრძანება №01-46/ნ - ვებგვერდი, 28.11.2016წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 30.05.2017წ.

მუხლი 2
დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყოს ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
მუხლი 3
საექიმო სპეციალობის მაძიებლები/რეზიდენტები, რომელთაც დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) დაიწყეს 2013 წლის 20 დეკემბრამდე, მზადებას აგრძელებენ იმ სარეზიდენტო პროგრამების მოცულობით და ხანგრძლივობით, რომლითაც დაწყებული აქვთ მზადება.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სარეზიდენტო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს №239/ნ ბრძანება.

 

მუხლი 5
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო

კრებსითი — სრული ვერსია