საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის) „დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში“, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I)“ სასესხო ხელშეკრულებასა და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2012 წლის 24 ივლისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1095
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის) „დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში“, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I)“ სასესხო ხელშეკრულებასა და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2012 წლის 24 ივლისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2) სასესხო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1095

2013 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის) „დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში“, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I)“ სასესხო ხელშეკრულებასა და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2012 წლის 24 ივლისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2) სასესხო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის) „დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში“, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I) სასესხო ხელშეკრულებასა და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2012 წლის 24 ივლისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2) სასესხო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტები.

2. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 21 ივნისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამის) „დაფინანსების ჩარჩო - ხელშეკრულებაში“, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I) სასესხო ხელშეკრულებასა და საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2012 წლის 24 ივლისს ხელმოწერილ (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 2) სასესხო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია