საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1091
2013 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
„ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივლისის №791 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ბაღდათის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივლისის №791 განკარგულება.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი