„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №145 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1082
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-19
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №145 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1082

 2013 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №145 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №145 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფერხებელი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით აუცილებელი მომსახურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიას გამოუყოს 1 430 000 (ერთი მილიონ ოთხას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია