ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1061
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ა(ა)იპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1061

2013 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

ა(ა)იპ ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არქეოლოგიური სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ კოლხეთის სატყეო უბნის ჭურიის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში 1954 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა ა(ა)იპ ‑ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს განესაზღვროს 2014 წლის 1 ოქტომბრამდე.

პრემიერ-მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია