სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1060
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-15
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1060

2013 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო და შემდგომი საექსპლუატაციო სამუშაოების შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, კერძოდ ხაშურის სატყეო უბნის ალის სატყეოს მიმდებარედ არსებულ ყოფილ საკოლმეურნეო ტყეში, 9873.51 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ განესაზღვროს 49 წლამდე.

პრემიერ-მინისტრი                                                          ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია