საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1057
2013 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
მესტიის მუნიციპალიტეტისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
თბილისი-მესტია-თბილისი მარშრუტით ავიარეისების ღირებულების ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მესტიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.
პრემიერ‑მინისტრი ბ. ივანიშვილი