ბაქო თბილისი ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის (საქართველო) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1041
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-12
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ბაქო თბილისი ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის (საქართველო) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1041

2013  წლის 12 აგვისტო

ქ. თბილისი

ბაქო‑თბილისი‑ჯეიჰანი მილსადენის კომპანიისათვის (საქართველო) უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ბაქო‑თბილისი‑ჯეიჰანი მილსადენის კომპანიას (საქართველო) (უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის ს/კ 204992785) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლის ვადით, გადასცეს დანართში მითითებული უძრავი ქონება.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                   ბ. ივანიშვილი

 

დანართი

 

№

მისამართი

დანიშნულება

მიწის ფართი კვ.მ

მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი

1.

ქალაქი წალკა

არასასოფლო-სამეურნეო

213

85.21.22.294

2.

ქალაქი წალკა

არასასოფლო-სამეურნეო

402

85.21.22.296

3.

ქალაქი წალკა

არასასოფლო-სამეურნეო

469

85.21.22.297

4.

ქალაქი წალკა

არასასოფლო-სამეურნეო

217

85.21.22.295

 

კრებსითი — სრული ვერსია