„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
05
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.117.016168
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2014 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის  №10 დადგენილებით (სსმ V, 30/07/2010 წ., №3, მუხ.34, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.117.000023) დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებაში (რეგლამენტში)“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 911 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით განსახორციელებელი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის,  რომელთა ღირებულება აღემატება 15000 (თხუთმეტი ათას) ლარს (გარდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერებით განსახორციელებელი პროექტებისა), სავალდებულოა სრული საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზა.“.

ბ) 110-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საკრებულოს სხდომის მსვლელობა შესაძლებელია აღბეჭდილ იქნეს აუდიომატარებლებზე. ასეთ შემთხვევაში, სხდომის ჩანაწერი დაერთვის სხდომის ოქმს და ინახება სხვა მასალებთან ერთად, 111-ე მუხლის შესაბამისად.".

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე

კრებსითი — სრული ვერსია