„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-31
სარეგისტრაციო კოდი
230210000.22.033.016615
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №29

2014 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში:

ე.ა) საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები;

ე.ბ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა;

ე.გ) საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია ავტობუსებით მგზავრების საერთაშორისო რეგულარულ გადაყვანაზე ან არარეგულარულ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები;“.

2. დანართი №IV-02 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია