|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიქტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის გასაუბრების შეფასების ფორმა №1 - დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 - დანართი №3 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა - დანართი №4. |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. ,,დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 7 ნოემბრის №758 ბრძანება (ვებგვერდი, 12/11/2013, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016096). 2. ,,დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №416 ბრძანება (ვებგვერდი,13/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.029.016062). |
| მუხლი 4 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) სამუშაო გამოცდილება – აუცილებელია ზოგადი მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; გ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, – კარგი ცოდნა. 3. განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №383 ბრძანება; ზ) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 24 ივნისის ბრძანება № 96 5 - ვებგვერდი, 26.06.2015წ. |
დანართი №2
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: კანდიდატის სახელი, გვარი: კომისიის წევრის სახელი, გვარი: თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ |
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ით შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 - მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 - კომპეტენტური, 4 - ძალიან კარგი, 5 - აჭარბებს მოლოდინს, 5+ - ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: კანდიდატის სახელი, გვარი: კომისიის წევრის სახელი, გვარი: თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ |
დანართი №4
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
შეფასების ჯამური ქულა დაითვლება გასაუბრების შეფასების (დანართი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:__________________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:____________________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:___________________________________________ |