|
,,ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა 2014 წლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 დეკემბრის №85 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 დეკემბრის №85 დადგენილებში (სსმ, 30.12.13, 010250000.35.150.016058), კერძოდ:
,,2.1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 თებერვლის №45 დადგენილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. |
|