საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1029
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1029

 2013 წლის 2 აგვისტო

 ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზით ქვანახშირის გადაზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების შესახებ ინფორმაციის მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესა­ბა­მისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გა­ნ­ვი­თარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია – შპს „ჰაი­დე­­ლბერგცემენტ ჯორჯიასათვის” ქვანახშირის გადაზიდვის სპეცია­ლუ­რი საშეღავათო სატარიფო განაკვეთის გაგრძელების თაობაზე დადგე­ნი­ლი შპს „საქართველოს რკინიგზასა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკა­სუ­სს“, შპს „კავკასიატრანსს”, შპს „საქცემენტს” შორის 2008 წლის 25 მარ­ტ­ის Nსგდ/08-010 შეთანხმებით (ცვლილებებისა და დამატებების გათვა­ლი­­სწინებით).

2. ეთხოვოს სს „საპარტნიორო ფონდს“ შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯო­რჯიასათვის“ (ტვირთგამგზავნი ან ტვირთმიმღები) ქვანახშირის გა­და­ზიდვის სპეციალური საშეღავათო სატარიფო განაკვეთის ერთი წლით გა­გრძელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 პრემიერ-მინისტრი                                                                     ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია