სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1027
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1027

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სამტრედიის მუნიციპალიტეტისათვის წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 15 მაისის №358 ბრძანების შესაბამისად, 1992-1993 წლებში საომარი მოქმედებების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის-წინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან სამტრედიის მუნიციპალიტეტს გამოუყოს 101 023 (ას ერთი ათას ოცდასამი) ლარი.

პრემიერ‑მინისტრი                                                            ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია