„2010 წელს საქართველოში ვაზისა და ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 სექტემბრის №595 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
282
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-04-14
გამოქვეყნების თარიღი
2009-04-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„2010 წელს საქართველოში ვაზისა და ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 სექტემბრის №595 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №282

2009 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

„2010 წელს საქართველოში ვაზისა და ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 სექტემბრის №595 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „2010 წელს საქართველოში ვაზისა და ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 11 სექტემბრის №595 განკარგულებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, 2010 წელს საქართველოში ვაზისა და ღვინის 33-ე საერთაშორისო კონგრესის ორგანიზების მიზნით შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ნიკა გილაური

-

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

მამუკა ახვლედიანი

-

ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე – ვიცე-მერი

კახა ბაინდურაშვილი

-

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გრიგოლ ვაშაძე

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ბაკურ კვეზერელი

-

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

დავით ლორთქიფანიძე

-

სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

ვასილ მანაგაძე

-

სსიპ – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ „სამტრესტის“ თავმჯდომარე

ლაშა ჟვანია

-

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ნიკოლოზ რურუა

-

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია