საქართველოს მთავრობის
განკარგულება №277
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს პარლამენტისათვის მიმართვის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოების წარდგინებები (თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის საკრებულოს 2008 წლის 13 მაისის №112 და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 18 აპრილის №21 განკარგულებები) თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ, კერძოდ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმბრის ტერიტორიული ერთეულის დასახლების _ „გორა საქუსლიას“ (მებაღეობა „კოლხიდა 2“) თვითმმართველი ქალაქი ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევის თაობაზე.
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური