საქართველოს მთავრობის
განკარგულება №251
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის წევრის გ. ლიპარტელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის გ. ლიპარტელიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური