ვ. ლეჟავას საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
274
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ვ. ლეჟავას საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 274

2006 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

ვ. ლეჟავას საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე  თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენ­ტის წევრის ალექსანდრე შალამბერიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ „სახელმწიფო საკუთრებაში არსე­ბული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატი­ზების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტზე საქართველოს პარლამენ­ტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსე­ნებლად დაინიშნოს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ვახტანგ ლეჟავა.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია