გ. გოდაბრელიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
273
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გ. გოდაბრელიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 273

2006 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

გ. გოდაბრელიძის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად  დანიშვნის შესახებ

1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის პავლე კუბლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი    ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია