საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
249
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №249

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამშენებლო-სარემონტო, სარეკონსტრუქციო და გარე საინჟინრო ქსელების სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური   

კრებსითი — სრული ვერსია