ზ. ჭელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
298
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-23
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ზ. ჭელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 298

2006 წლის 23 ივნისი

ქ. თბილისი

ზ. ჭელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „საბაჟო გადასახადის შესახებ” საქართველოს პარლამენტში საქარ­თველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგე­ნილ კანონპროექტზე საქართველოს პარ­ლამენტის საკომიტე­ტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე მომხსე­ნებლად დაინიშნოს საქართვე­ლოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოად­გილე ზაზა ჭელიძე.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ი. ჩოგოვაძის საქარ­თველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგე­ნილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 აპრილის № 175 განკარგულება.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია