გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
225
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-05-31
გამოქვეყნების თარიღი
2006-05-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 225

2006 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

გ. გოდაბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი         ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია