„კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №875 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
200
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №875 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №200

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის №875 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „კონგოს რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის ნეშტის გადმოსვენების ხარჯის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 დეკემბრის #875 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში 9 500 (ცხრა ათას ხუთასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი და „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სამინისტროსათვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში 3 000 (სამი ათასი)  აშშ დოლარის და 1 835 (ერთი ათას რვაას ოცდათხუთმეტი) ევროს ეკვივალენტი ლარი მიმართოს კონგოს რესპუბლიკაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ლაშა ახალკაცის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯის ასანაზღაურებლად.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია