ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
187
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2006-04-26
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 187

2006 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრო­ბის 2006 წლის 13 აპრილის № 179 განკარგულება „ ნ. ფრუიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ“ .

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია