„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
188
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-11
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №188

2009 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

„სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 26 თებერვლის №132 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ფიზიკური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით უზრუნველყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია