საქართველოს მთავრობის
განკარგულება №186
2009 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ლიკვიდაციის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №38 ბრძანებულების შესაბამისად 2009 წლის 10 მარტიდან ლიკვიდირებულად ჩაითვალოს რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური