იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტის აღდგენისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა შესრულების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
444
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტის აღდგენისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა შესრულების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №444

2007 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტის აღდგენისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა შესრულების შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, რომ „სა­ქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ლტო­ლვილთა და განსახლების სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში ორგანიზებულად ჩასახლებულ ადგილებზე ლტოლვილთა და დევნილთა შენახ­ვის ხარჯების მუხლში (ორგანიზა­ციული კოდი – 34 04) გადატანილ იქნეს იძულებით გადა­ადგილებულ პირთა – დევნილთა 2007 წლის რეგისტრაციისა (ახა­ლი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის პროგრამიდან (ორგანიზაციული კოდი 34 11) – 150 000 (ას ომოცდაათი ათასი) ლარი, ხოლო ორ­გა­ნიზებულად ჩასახლებულ ადგილებზე იძულებით გადაად­გილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა შენახვის, სხვა საქონლისა და მომსახურების მუხლიდან – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული თან­ხა – 200 000 (ორასი ათასი) ლარი მიმართულ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახ­ლების ობიექტის (ქ. თბილისში მდებარე 118-ე ბაგა-ბაღის) აღდგენისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშა­ო­თა შესასრულებლად.

3. განკარგულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია