საქართველოს მთავრობის
განკარგულება №442
2007 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „ ქვემო ქართლის მხარეში შემავალი თვითმმართველი ერთეულების გამგეობების, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №30 განკარგულებაში და პირველი პუნქტის ,,გ.ბ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ.ბ) ქ. თეთრი წყაროს წყალმომარაგების გაუმჯობესები-სათვის – 380 000 (სამას ოთხმოცი ათასი) ლარი, მათ შორის დამატებითი წყალმომარაგებისათვის – 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარი; შიდა ქსელის მოსაწესრიგებლად – 300 000 (სამასი ათასი) ლარი. “ .
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი