ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
423
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „საქართველოს რკინიგზის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 423

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „ საქართველოს რკინიგზის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მაისის №203 ბრძანებულებით დამტკიცებული „ საწარმოთა მართვის სააგენტოდან სხვა სუბიექტებისათვის აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის წესის “ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტის შესაბამისად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შპს „ საქართველოს რკინიგზის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცეს „ PAღKFIELD INVEშთMENთ LIMIთED “ -ს (შემდგომში – მმართველი კომპანია) 99 წლის ვადით.

2. შპს „ საქართველოს რკინიგზის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მმართველი კომპანიისათვის მართვის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს შემდეგი:

ა) მმართველმა კომპანიამ მართვის პერიოდის პირველი 10 წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს ერთი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია;

ბ) მმართველმა კომპანიამ 2008 წლის 31 დეკემბრამდე არ უნდა გაზარდოს არსებული ტარიფები სამგზავრო გადაზიდვებზე;

გ) მმართველმა კომპანიამ შპს „ საქართველოს რკინიგზის “ მომსახურების ყველა არსებული საფასურის გაზრდა უნდა შეათანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან; შეთანხმება არ არის საჭირო, თუ საფასური გაზრდილ იქნა წლიური ინფლაციის საპროცენტო მაჩვენებლის ოდენობის ფარგლებში, და როდესაც ეს გამოწვეულია საწარმოს მიმდინარე ხარჯების ზრდის საფუძველზე;

დ) მმართველ კომპანიას უფლება არა აქვს დააწესოს დისკრიმინაციული ტარიფები;

ე) მმართველმა კომპანიამ მართვის უფლებით გადაცემის პირობების შესრულების შესახებ ყოველ ექვს თვეში ერთხელ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია.

3. მმართველი კომპანია შპს „ საქართველოს რკინიგზის “ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის მართვისათვის ჰონორარის (მართვის ჰონორარი) სახით მიიღებს საწარმოს ყოველწლიურ წმინდა მოგებას.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

პრემიერ-მინისტრი                                         ზ . ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია