|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 დეკემბრის №39 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი”, თანახმად დანართისა (დანართი 4 ფურცელზე). |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №1 დადგენილება (სსმ,05/02/2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016110) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 4 |
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წ ე ს ი
|
| მუხლი 1 |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალურ სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებიდან გამომდინარე: მრავალშვილიან ოჯახთა ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარებების, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, დაუცველი და დაბალშემოსავლიანი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების, გარდაცვლილ ომის ვეტერანთა, ასევე მათთან გათანაბრებული ომის სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯების, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში, საომარი მოქმედებების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ძალოვანი უწყების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და საომარი მოქმედებების დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი რიგით მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების, ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვისა და გაცემის უზრუნველყოფის კომისია (შემდგომ – სოციალური კომისია). |
2.
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისიას“ ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით. |
3.
აღნიშნული კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია. |
| მუხლი 2 |
საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა. |
| მუხლი 3 |
1.
კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია პროგრამაში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით. |
2.
განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნები) შეფასებით. |
3.
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიის ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. |
| მუხლი 4 |
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ და რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე , რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი , ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით , გაიცეს თანხა 30 ( ოცდაათი ) ლარის ოდენობით ყოველ არასრულწლოვან შვილზე .
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარებისთვის ( კოდი 06 03 03) გათვალისწინებული თანხის 30%- ს თვიური ლიმიტის დაცვით , 500 ლარამდე ოდენობით , ერთპიროვნულად განკარგავს მუნიციპალიტეტის გამგებელი , ხოლო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის 70%- ის განკარგვა ხდება კომისიური წესით , სოციალური დახმარებების გამცემი კომისიის ( შემდგომში - სოციალური კომისია ) დასკვნის საფუძველზე , რომელიც მტკიცდება გამგებლის ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტით .
3. დახმარებაგასაწევ ოჯახებზე შუამდგომლობა წარმოდგენილი უნდა იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებისა და თემის ( სოფლის ) მაჟორიტარი დეპუტატების ხელმოწერით .
4. გამონაკლის შემთხვევაში , ოჯახისთვის 500- დან 1000 ლარამდე ოდენობით დახმარების გასაწევად სოციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე , გამგებლის მომართვის შესაბამისად , გადაწყვეტილებას ღებულობს საკრებულოს თავმჯდომარე , ხოლო 1000 ლარზე ზემოთ – მუნიციპალიტეტის საკრებულო .
5. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის ცვლილებით გამოწვეული სირთულეების მართვისა და ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ იმ მოქალაქეებს , რომელთაც აქვთ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები და საჭიროებენ შესაბამის ძვირადღირებულ მკურნალობას , გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს . ნაწილობრივი დაფინანსების გადაწყვეტილებას იღებს სოციალური კომისია , რომელიც თავის სხდომებს ატარებს თვეში ორჯერ .
თანაგადახდა მოხდება შემდეგი ფარდობითი ოდენობით :
ა ) მოქალაქეს 800 ლარის ჩათვლით გასახდელი თანხიდან , მუნიციპალიტეტი თანაგადახდას განუხორცილებს არაუმეტეს 300 ლარით ;
ბ ) 800 – დან 1000 ლარის ჩათვლით – 400 ლარით ;
გ ) 1000 ლარზე ზემოთ – 500 ლარიდან 1000 ლარამდე .
თანაგადახდა განხორციელდება პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ , უნაღდო ანგარიშსწორების გზით , პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით , ან ერთეულ გამონაკლის შემთხვევაში ( ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ), მოქალაქის ოჯახის რომელიმე წევრის პირად ანგარიშზე ჩარიცხვით .
6. სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციისა და თირკმლის დიალიზზე მყოფი პაციენტების მკურნალობის ხელშეწყობის მიზნით :
ა ) სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციის მიზნით აივ ინფექციებზე , С ჰეპატიტზე და სიფილისზე ( ათაშანგი ), ასევე ანტირაბიულ მომსახურებაზე გამოკვლევების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ( საავადმყოფო , პოლიკლინიკა , ამბულატორია ) საბანკო ანგარიშზე , ამ დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ - ფაქტურისა და მუნიციპალიტეტის სოციალური კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად ;
ბ ) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები და რეგისტრირებული თირკმლის დიალიზზე მყოფი მოქალაქეებისათვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ჩასატარებლად ქ . ზუგდიდის და სხვა ქალაქების კლინიკებში წასასვლელი სატრანსპორტო ხარჯები განისაზღვროს თვეში 100 ლარით . 7. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე . წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 4 წლის 26 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 07.03.2014წ.
|
| მუხლი 5 |
სტიქიის (ხანძარი,მეწყერი, წყალდიდობა, ქარიშხალი) შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი მატერიალური დახმარების გაცემა, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი საშენი მასალით უზრუნველყოფა, ხდება კომისიის მიერ ინდივიდუალური წესით, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე , თანხით არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. |
| მუხლი 51 |
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება :
ა ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა ( მათთან გათანაბრებულ პირთა ) სარიტუალო მოსახურება 250 ( ორას ორმოცდაათი ) ლარის ოდენობით ;
ბ ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მოსახურეობა 100 ( ასი ) ლარის ოდენობით .
2. ამ მუხლის 1- ლი პუნქტით გათვალისწინებული პირების ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია :
ა ) დაკრძალვის ხარჯის გამწევი პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე ;
ბ ) გარდაცვლილი ვეტერანის ან იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი ;
გ ) გარდაცვლილი ვეტერანის ან იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი ;
დ ) თემის ( სოფლის ) ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის შუამდგომლობა ; ე ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში .
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
201
4
წლის
26
თებერვლის დადგენილება
№6
-
ვებგვერდი, 07.03.2014წ. |
| მუხლი 6 |
1.
კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში რამოდენიმეჯერ. |
2.
კომისია წერილობითი მომართვის შემთხვევაში, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას. |
3.
კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ. |
| მუხლი 7 |
1.
კომისია ყოველ სხდომაზე ადგენს ოქმს. |
2.
კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა. |
3.
კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |