ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
159
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 159

2009 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოში 2009 წლის ივნისსა და ივლისში დაგეგმილი ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით:

1. შეიქმნას ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში 2009 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი სახელმწიფო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

 

ნიკოლოზ რურუა

–

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ასანიძე

–

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

კახა გეწაძე

–

საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

გრიგოლ ვაშაძე

–

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე კვიტაშვილი

–

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი

გიორგი ლორთქიფანიძე

–

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ნამგალაური

–

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე

გიორგი ნაცვლიშვილი

–

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი

ნიკოლოზ ხაჩირაშვილი

–

ქალაქ თბილისის ვიცე-მერი.

 

2. კომისიამ განახორციელოს ქმედითი ღონისძიებები ახალგაზრდებს შორის ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატის შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ორგანიზების უზრუნველსაყოფად.

3. კომისიამ პერიოდულად წარმოადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

4. შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელებას.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია