წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
141
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 141

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

წიაღით სარგებლობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ა(ა)იპ  „ასოციაცია  ატუ“-სთვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

1. „საქართველოს „ წითელი ნუსხისა“ და „ წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის,   „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის, შესაბამისად,  საჩხერის სატყეო უბნის კორბოულის  სატყეოში (კვარტალი № 8 б ლიტერი № 9 ლიცენზია № 00447-ით განსაზღვრულ 10000,00 კვ.მ ფართობზე (ს/კ N#35.10.46.051) საქველმოქმედო საქმიანობის განსახორციელებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, ა(ა)იპ „ასოციაცია ატუს“ მიეცეს უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით გარემოდან ამოიღოს აღნიშნულ ფართობზე არსებული გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მერქნიანი მცენარე (74 ერთეული წაბლი - Castanea sativa) .

ა(ა)იპ „ასოციაცია ატუ“:

ა) ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს სააგენტოს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ვალდებულია მის მიერ მოჭრილი მერქნიანი მცენარეების  სანაცვლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს შესაბამისი სახეობისა და ოდენობის მერქნიანი მცენარეების დარგვა და მოვლა.

პრემიერ-მინისტრი                   ბ. ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია