საქართველოს მთავრობის
განკარგულება №494
2013 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
შ. თადუმაძისა და ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებ ად დანიშვნის შესახებ
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესი თ წარდგენილ კანონპროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლებ ად დაინიშნონ საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, შალვა თადუმაძე და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ხმალაძე.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი