საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
135
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 135

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სტუდენტურ თვითმმართველობათა მართვისა და ცოდნის გაზიარებისათვის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში (ესტონეთი, 2013 წლის 11-17 თებერვალი), საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან არსებული სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის წევრების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის განსაზღვრული „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ (პროგრამული კოდი 39 04 01) ასიგნებათა ფარგლებში.

პრემიერ- მინისტრი                      ბ . ივანიშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია