საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
486
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-23
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №486

2013 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა   -   საზღვაო   ტრანსპორტის სააგენტომ ხარისხის სისტემის  ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად, აუდიტორული კომპანია DEKRA-ს მიერ სადამკვირვებლო აუდიტის მომსახურების შესყიდვა საკუთარი შემოსავლებიდან განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 

პრემიერ‑მინისტრი                                                               ბ . ივანიშვილo

კრებსითი — სრული ვერსია