საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
480
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-22
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №480

2013 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში დაგეგმილი ჩრდი­ლო-ატლანტიკური საბჭოს (NAC)-ის ვიზიტთან დაკავშირებული შესაბა­მისი  ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყო­ფილ იქ­ნეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პი­რ­ველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის საქართველოს მთა­ვ­რო­ბის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგ­ლე­ბში, ვიზიტის მომზადებაში მონაწილე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი თანხების გამოყოფა.

პრემიერ- მინისტრი                                                                                              ბ. ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია