„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
117
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-04
სარეგისტრაციო კოდი
190040000.10.003.017736
„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №117

2014 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის გათვალისწინებითა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ჰ1 ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22  აგვისტოს დადგენილება №507  - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

მუხლი 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვა­დაში, წამოა­დგინოს წინადადებები რელიგიური გაერთიანებებისათვის მიყე­ნე­ბული ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გა­მოყოფასთან დაკავ­შირებით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის

საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესი

 


მუხლი 1

1. საქართველოს მთავრობა ადასტურებს საქართველოს სახელმწი­ფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ ზიანს, რომელიც მიადგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმა­დი­დებელ ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებ­ში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში.

2. ამავე დროს საქართველოს მთავრობა აღიარებს საქართ­ველოში არ­სე­ბული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალი­ტა­რული რეჟიმის დროს (შემდ­გომში – საბჭოთა რეჟიმის დროს) მიყენებულ ზიანს.

3. ეს წესი ვრცელდება საქართველოში ამ დადგენილების მიღებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რე­გისტ­რირებულ  ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომ­ხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთია­ნებებზე.

მუხლი 2

1. ამ წესის შესაბამისად საქართველოს მთავრობა:

ა) საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, აცხადებს მზადყოფნას, ამ წესის პირველი მუხლის მე‑3 პუნქტში განსაზღვრულ რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ აუნაზღაუროს ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს;

ბ) ადასტურებს, რომ უცნობია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითე­ბული ზიანის ზუსტი ოდენობა და ამდენად ზიანის ანაზღაურება გან­ხო­რ­­ციელდება სიმბოლურად;

გ) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ რელიგიურ გაერთიანებებს მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს საქართველოს სახელმ­წი­ფო ბიუჯეტიდან თანხის ყოველწლიურად გამოყოფის გზით.

2. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს არ აქვთ სამართლებრივი კავშირი საბჭოთა რეჟიმის დროს დაზარალებულ რელიგიურ გაერთიანებებსა და თემებ­თან, სა­ქართველოს მთავრობა ზიანს აუნაზღაურებს იმ რელიგიურ გაერ­თია­ნებას, რომელიც აღიარებს იმავე რელიგიურ მოძღვრებას და/ან მას აქვს აღმ­სარებლობითი მემკვიდრეობა დაზარალებული რელიგიური გა­ერ­თიანებებისაგან.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22  აგვისტოს დადგენილება №507  - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

მუხლი 3

1. საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანი აუნაზღაურდება დაზარალებული რელიგიური გაერთიანების ან თემის აღმსარებლობითი მემკვიდრეობის მქონე ერთ რელიგიურ გაერთიანებას.

2. თუ რელიგიური გაერთიანების/აღმსარებლობის სახელით, რომელსაც საბჭოთა რეჟიმის დროს მიადგა ზიანი, დარეგისტრირებულია ერთზე მეტი რელიგიური გაერთიანება, მათ ანაზღაურების მისაღებად 2014 წლის 10 ნოემბრამდე უნდა განახორციელონ ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან ერთ-ერთი:

ა) რეორგანიზაციის გზით გაერთიანდნენ ერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიიღოს ანაზღაურება;

ბ) შექმნან წარმომადგენლობითი საბჭო, რომელშიც შევა ერთი და იმავე აღმსარებლობის ყველა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს სახელმწიფო ორგანოებთან თავისი აღმსარებლობის სახელით ურთიერთობა, მიიღოს ანაზღაურება და იყოს სოლიდარულად პასუხისმგებელი მიღებული თანხის მიზნობრივად ხარჯვაზე.

3. რელიგიური გაერთიანება, რომელიც უარს აცხადებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, უფლებას კარგავს მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №507 - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 4 ნოემბრის დადგენილება №619 – ვებგვერდი, 05.11.2014წ.

მუხლი 4

1. მხოლოდ, საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განსაზღ­ვ­როს ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებებისათვის ყოველწლიურად გადასარიცხი თან­­­ხის წლიური ჯამური ოდენობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხიდან, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრულ ცალკეულ რელიგიურ გაერთიანებაზე და/ან წარმომადგენლობით საბჭოზე ყოველწლიურად გასაცემი თანხის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №50 7 - ვებგვერდი, 22 .08.2014წ.

მუხლი 5

1. ამ წესით გათვალისწინებული ყოველწლიურად გადასარიცხი თანხა იყოფა და ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რელიგიურ გაერთიანებას და/ან წარმომადგენლობით საბჭოს ერიცხება პერიოდულად, ხოლო თანხის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება მათთან ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. რელიგიური გაერთიანება ან/და წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც ამ წესის შესაბამისად, მი­იღებს ანაზღაურებას, ვალდებულია მიღებული თანხა მიმართოს მხოლოდ საკუთარი წესდებით განსაზღვრული მიზნების შესასრულებლად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22  აგვისტოს დადგენილება №507  - ვებგვერდი, 22.08.2014წ.

მუხლი 6

ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ რელიგიურ გაერთიანებებთან ან/და წარმომადგენლობით საბჭოებთან სახელმწიფოს სახელით ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს დებს სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22  აგვისტოს დადგენილება №507  - ვებგვერდი, 22.08.2014წ.


კრებსითი — სრული ვერსია