„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
240
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2014-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-03
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.123.016192
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თვითმმართველი  ქალაქი ქუთაისის  საკრებულოს  

დადგენილება №240

2014 წლის 29 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ“ „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 18 ოქტომბრის №52 დადგენილებაში /სსმ matsne@justice.gov.ge 03.11.2010. 010260020.35.123.016004/ შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი სააუქციონო ფასი გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ერთ კალენდარულ წელზე, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიაზე განისაზღვრება 60 /სამოცი/ ლარის ოდენობით. ამასთანავე, თუ გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა 5 კალენდარულ წელზე მეტი ვადით, აუქციონის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასი, ყოველი 5 კალენდარული წლის შემდეგ უნდა გაიზარდოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ინდექსის რთული წლიური ზრდის მაჩვენებლის 5 წლის ჯამური ოდენობის შესაბამისად".

2. დადგენილების მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონს ატარებს:

ა) საჯარო აუქციონის შემთხვევაში, ნებართვის გამცემის მიერ შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია;
ბ) ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ვებ-გვერდზე www.eauction.ge-ზე გამოქვეყნებული და თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის წესებისა და პირობების შესაბამისად".

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილელევან კირკიტაძე

კრებსითი — სრული ვერსია