საქართველოს მთავრობის
განკარგულება №469
2013 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
„ საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №239 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ 2007 წლის 5 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად შექმნილი საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:
| მიხეილ ჯანელიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე , კომისიის თავმჯდომარე; |
| გენადი არველაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| გიორგი თუშურაშვილი | - | საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; |
| არჩილ იმნაიშვილი | - | საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსი; |
| სერგო კალაძე | - | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი; |
| ილია კვიტაიშვილი | - | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; |
| გია კორძახია | - | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მრჩეველი; |
|
|
|
|
| გიორგი წაქაძე | - | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი ს უფროსი; |
| გოჩა ლორთქიფანიძე | - | საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; |
| რუსუდან მამაცაშვილი
მიხეილ სხიერელი | -
- | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი; დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ეკონომიკურ საკითხებში ურთიერთობის კოორდინატორი; |
| კახაბერ საკანდელიძე | - | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე; |
| ქეთევან სალუქვაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| ნინო ცეცხლაძე | - | სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პორთფელის მენეჯერი; |
| სამსონ ურიდია | - | საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი; |
| ირაკლი ქაშიბაძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი; |
| ლალი ღოღობერიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; |
| არჩილ ყარაულაშვილი | - | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი; |
| ალექსანდრე ყიფიანი | - | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; |
| ნატო ჯავახიშვილი | - | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; |
| ირინა ჯაფარიძე | - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; |
| ანი ვაშაყმაძე
| - | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა და ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“. |
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი