„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის N12/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
02/01-03
მიმღები ორგანო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2014-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-01-31
სარეგისტრაციო კოდი
010320040.33.062.016046
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის N12/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის

ბრძანება №02/01-03

2014 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი 

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №12/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლისა და „რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე’’ რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №12/02-03 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი 19.07.2013წ., 010320040.33.062.016031) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„მუხლი 1. გამოყენების სფერო

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების (აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა; ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა), (შემდგომში - წარმომადგენლობა) მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებისა და  „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულების შესაბამისად და ვრცელდება წარმომადგენლობის მოხელეებზე, წარმომადგენლობაში თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, ასევე განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებსა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში - კომისია) საქმიანობის წესს.’’.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 მინისტრი                                                                                        კ.  კუჭუხიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია