ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
166
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-04-03
გამოქვეყნების თარიღი
2007-04-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №166

2007 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

ა. ალექსიშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანო­ნის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინი­ცი­ატივით წარდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექს­ში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს კანონპრო­ექტზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენა­რულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ალექსი ალექსიშვილი.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრო­ბის 2007 წლის 13 მარტის №132 განკარგულება „გ. გოდა­ბრელიძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიცია­ტივით წარდგენილ კანონპროექტზე მომ­ხსენებლად დანიშვნის შესახებ”.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                              ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია