საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
437
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №437

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

1. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძ­ღვ­ნილ ღონისძიე­ბე­ბის ჩატარებასთან და პირდაპირ ეთერში გაშუ­ქებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწი­ლო­­ბ­რივი დაფინანსების მიზ­ნით საქართველოს ფინანსთა სამინის­ტრომ  „საქართ­ვე­ლოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვა­ლი­­სწი ­ნე ­ბული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოუყოს 1 368 200 (ერთი მილიონ სამას სამოცდარვა ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - 985 800 (ცხრაას ოთხმოცდახუთი ათას რვაასი) ლარი ;

ბ) სსიპ – საზოგადოებრივ  მაუწყებელს - 382 400 (სამას ოთხმო­ცდა­ორი ათას ოთხასი) ლარი.

2. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამი­ნისტროს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზ ­რუ ­ნვე­ლყოს 184 400  (ას ოთხმოცდაოთხი ათას ოთხასი) ლარის ფარგ­ლე ­ბში სა ­ქა ­რთველოს დამოუ­კიდებ­ლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვ­ნი­ლი ღო ­ნი ­სძიებების დაფინანსება.

3. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებ ის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავში­რე­ბული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ამ განკარ­გუ­ლების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში;

ბ) შესაბამისმა  ადგილობრივმა თვითმმართველმა ერთეულებმა  საკუ­თა­რი ბიუ­ჯეტების ასიგნებების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                                  ბ. ივანიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია