არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
685
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-01
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-01
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №6 8 5

2013 წლის 1 ივლ ისი

ქ. თბილისი

   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირისათვის (ინვალიდთა ასოციაცია)“  უძრავი ქონების უსას ყიდ ლო უზ უ ფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს  – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირს (ინვალიდთა ასოციაცია)  (ს/კ 201950433) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 წლის ვადით გადასცეს  ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქ. N2‑ში მდებარე შენობა‑ნაგებობა  № 1‑2‑ის ცოკოლის სართულზე არსებული 231,93 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.16.01.010.018.02.523).

უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა განხორციელდეს შემდეგი პირობებით:

ა) ა(ა)იპ – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა  კავშირმა (ინვალიდთა ასოციაცია) განახორციელოს შენობის რეაბილიტაცია;

ბ) ამ განკარგულებით გადაცემულ მთელ ქონებაზე ა(ა)იპ – სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა  კავშირმა (ინვალიდთა ასოციაცია) განახორციელოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური სერვისები. 

ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობები განხორციელდეს შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.

ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                       ბიძინა ივანიშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია